თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე შავი ზღვის სანაპირო, თავისი მწვანე ბუნებითა და მდიდარი კულტურით, მოხვდა National Geographic-ის „BEST OF THE WORLD 2026“ სიაში. პუბლიკაცია განსაკუთრებით აქცენტს აკეთებს რეგიონის სანაპირო ზოლსა და უნიკალურ ბუნებაზე.
აღნიშნულ სიას ყოველწლიურად ადგენენ National Geographic-ის რედაქტორები და მოგზაურობის ექსპერტები. სწორედ ისინი ადგენენ სიას, სადაც მსოფლიოს გამორჩეული 25 მიმართულებაა მოქცეული. თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს ამ სიაში მოხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყნის მრავალფეროვნებას — აქ არა მხოლოდ ზღვა, მზე და პლაჟები, არამედ მთები, ხეობები, მემკვიდრეობა და ადგილობრივი სიცოცხლით სავსე ყოველდღიურობაა.
თურქეთის ფარული საუნჯე
თურქეთის შავი ზღვის რეგიონი ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ არის გადაჭიმული. შავი ზღვისა და ჩრდილოეთ ანატოლიის მწვანე მთებს შორის მოქცეული ეს ტერიტორია გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და უნიკლაურობით.
რეგიონი სულ უფრო ხშირად ხვდება გლობალურ ტურისტულ სიებში. მაგალითად, 2024 წელს CNN Travel-მა ის მსოფლიოს საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, ხოლო 2025 წელს ორდუსა და გირესუნის პროვინციები მოხვდნენ Lonely Planet-ის საუკეთესო სამოგზაურო სიაში.
ახლა კი National Geographic-მა თურქეთის შავი ზღვის სანაპირო 2026 წლის ერთ-ერთ სანახავ ადგილად დაასახელა. ამ საოცარ მხარეში ნახავთ ოქროსფერ პლაჟებსა და არქიტექტურულ ძეგლებს, სქელ ტყეებსა და გამორჩეულ ადგილობრივ სამზარეულოს. გამოცემა აღნიშნავს, რომ რეგიონი ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილია ტურისტებისთვის, თუმცა მისი მრავალფეროვანი შესაძლებლობები მალე თურქეთს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად აქცევს.
დაუვიწყარი თავგადასავლები ბუნებაში
თურქეთის შავი ზღვა, რომელიც ოდესღაც აბრეშუმის გზაზე ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცენტრი იყო, დღეს მოგზაურებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინონ ბუნების საოცრებები და გაატარონ დრო თავგადასავლებით სავსე გარემოში. ჩრდილოეთ ანატოლიის მთებში მდებარე ეროვნული პარკები, რომლებიც ალპურ-ჰიმალაის გეოლოგიური სარტყლის ნაწილია, გთავაზობთ საოცარ ლაშქრობას ადგილობრივ ბუნებაში. ამ თავგადასავლებს შორისაა მილიონობით წლის სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების წარმონაქმნების შესწავლა გუმუშჰანეს ქარაჯას გამოქვაბულში, ჯომარდობა ფირთინას მდინარეზე და სხვ.
გარდა ამისა, National Geographic-ის ცნობით, შავი ზღვის ეს ტერიტორია პლანეტის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ადგილებიდანაა, სადაც მოგზაურებს შეუძლიათ ტალღებზე სერფინგი და თხილამურებით სრიალი და ეს ყველაფერი შეუძლიათ მოასწრონ ერთ დღეში.მაჰალე ტრაბზონში.
აქ ასევე აღმოაჩენ შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებს, როგორიცაა რიზეს ზილის ციხე, არქიტექტურულ საოცრებებს, როგორიცაა ტრაპიზონის სუმელას მონასტერი და აია-სოფიას ტაძარი, და ტრადიციულ დასახლებებს, რომლებიცაა იუნესკოს სიაში შემავალი საფრანბოლუ და ორთა მაჰალე
საუკეთესო რეგიონული სამზარეულო
შავი ზღვის სანაპირო მხოლოდ ბუნებით არ არის გამორჩეული — აქ თითოეული კერძი ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების ამბავს გვიყვება. სანაპირო მდებარეობის გამო განსაკუთრებით პოპულარულია ახალი ზღვის პროდუქტები და კერძები, როგორიცაა თუნდაც ჰამსილი ფილავი.
ასევე პოპულარულია ქუიმაქი (სიმინდის ფქვილითა და ყველით დამზადებული საუზმე), აქჩააბათის ქოთმალები, სამსუნის ფიდეს სხვადასხვა ვერსია, ქარალაჰანას დოლმა და ტკბილი ჰამსიქოის სუთლაჩი (ბრინჯის პუდინგი). ეს კერძები მოგზაურებს აგრძნობინებს, რომ ისინი ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ გასტრონომიულ მოგზაურობაზე იმყოფებიან.
შავი ზღვის რეგიონი ცნობილია თავისი მიკროკლიმატით, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანის საშუალებას იძლევა . მაგალითად, ორდუსა და გირესუნში შეგიძლიათ დააგემოვნოთ მსოფლიოში საუკეთესო თხილი. რიზეს, ტრაპიზონისა და ართვინის ჩაის პლანტაციების მწვანე ფერდობები ასევე გთავაზობთ თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს პანორამას. ამრიგად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რიზეს სოფელ ჩეჩევას ჩაის მოსავლის აღების ტურები განსაკუთრებული გამოცდილებაა ამ სანაპიროზე.