გახანგრძლივებული ზაფხულის არდადეგების ტენდენცია ევროპაში იზრდება. ევროპის ტურიზმის კომისიის (ETC) მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიში „Monitoring Sentiment for Intra-European Travel“ Wave 22 მიუთითებს, რომ ევროპელთა 77% მიმდინარე წელს ივნისიდან ნოემბრის თვემდე მოგზაურობას გეგმავს. ჩანს, რომ დასვენებისთვის სექტემბერი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სასურველ თვედ, რადგანაც გამოკითხულთა 22% სწორედ ამ პერიოდში გეგმავს მოგზაურობას
ამ მხრივ ხმელთაშუაზღვის რეგიონი განსაკუთრებულად სასურველ მიმართულებად იქცა. ვინც ზაფხულის არდადეგებს ისევ აგრძელებს, თურქეთი მათ საოცარ თავგადასავალს ჰპირდება, თანაც ევროპის ნებისმიერი ქალაქიდან თურქეთის ქალაქებში პირდაპირი ფრენებით.
თურქეთის ეგეოსი ჯერ კიდევ თბილია და ჯერ კიდევ გელოდებათ
საზაფხუოლო დასვენებისთვის პირველი გაჩერება იზმირია, რომელიც ცხოვრების მაღალი ხარისხითაა ცნობილი. მის ირგვლივ შეგხვდებათ სხვა სანაპირო ქალაქები, თუმცა, ნამდვილი დასვენება მაინც ჩეშმეს ნახევარკუნძულზე გელით, სადაც შეუძლებელია გაუძლო ამ სამეულს — ჩეშმე, ურლა და ალაჩათი.
ჩეშმე გამორჩეულია უმაღლესი დონის სასტუმროებითა და ეგეოსური სამზარეულოს უგემრიელესი კერძებით.
ურლა უფრო გასტრონომიული სამყაროს საოცრებად ითვლება, რომლის ზოგიერთ რესტორანს MICHELIN-ის ვარსკვლავიც კი აქვს მინიჭებული.
ბოდრუმ-მილაშის ან დალამანის აეროპორტებში დაშვების შემდეგ, მუღლას საოცარ სანაპირომდე სულ რამდენიმე წუთი იქნება დარჩენილი. აქ ნახავთ ბოდრუმს, რომელიც საოცარ დასვენებას გპირდებათ საკუთარი მაღალი კლასის კურორტებითა და ოქროსფერი ქვიშებით, დაივინგითა და ისტორიული საგანძურით, რომელთაგანაც ერთ-ერთია ბოდრუმის ციხე.
სხვა ქალაქებიც გამორჩეულია საკუთარი ლურჯი დროშებით, მაგალითად, მარმარისის იჩმელერი (İçmeler), კარეტა-კარეტას სამყოფელი იზთუზუ (İztuzu) დალამანში და ფალამუთბუქუ (Palamutbükü) დაჩაში. მუღლას ნამდვილ გვირგვინად კი ოლუდენიზი მიიჩნევა, რომელსაც ხშირად მსოფლიოს ულამაზეს პლაჟებს შორის ახსენებენ. აღსანიშნავია, რომ მუღლას ზოგიერთ რესტორანს MICHELIN-ის ვარსკვლავი აქვს მინიჭებული.
უსასრულო ზაფხული ანტალიაში
ანტალია- თურქული რივიერას საოცრებათა ქვეყანა, გამოირჩევა თვალწარმტაცი სანაპიროებით, სამი უძველესი რეგიონის - ლიკიის, პამფილიისა და პისიდიის - მდიდარი ისტორიით და დაუსრულებელი მზის სხივებით. ანტალიაში მზე წელიწადში 300 დღე ანათებს. იგი ფლობს მსოფლიოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტ, 233 ლურჯ დროშას ფლობს.
აღსანიშნავია პატარას სანაპირო, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილად ითვლება ტურისტებისთვის. ანტალიაში გახანგრძლივებული ზაფხული იდეალურია ანტალიის უძველესი ადგილების შესასწავლადაც. პერჟედან ასპენდოსამდე, რეგიონის ისტორიის შესწავლა შეგეძლებათ. და ეს ყველაფერი იდეალურად ერწყმის ხმელთაშუა ზღვის დელიკატესებს, ახალი ზღვის პროდუქტებიდან დაწყებული ადგილობრივი ყურძნისგან დამზადებული თეთრი ღვინოებით დამთავრებული, რაც ამ გამოცდილებას კიდევ უფრო მეტ ხიბლს ჰმატებს.