• თურქეთმა მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია, 2000-ზე მეტ განთავსების ობიექტს საშუალება მიეცა, მიეღო საერთაშორისოდ აღიარებული GSTC სერტიფიკატი.
• დღეს თურქეთი მსოფლიოში ყველაზე მეტი GSTC-ს მიერ სერტიფიცირებული განთავსების ობიექტის მქონე ქვეყანაა.
2022 წელს თურქეთმა გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოსთან (GSTC) თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რის მიზანიც თურქეთის ტურიზმისთვის მდგრადი ჩარჩოს დანერგვაა.
ამ ინიციატივით თურქეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მდგრადი ტურიზმის საბჭოსთან ერთად ეროვნული პროგრამა მთავრობის დონეზე შეიმუშავა. ამ ინიციატივით, თურქეთმა გლობალურ ტურიზმის სფეროში შესანიშნავ ეტაპს მიაღწია და შედეგად 2000-ზე მეტ განთავსების ობიექტს საშუალება მისცა, სულ რაღაც სამ წელიწადში მიეღო საერთაშორისოდ აღიარებული GSTC-ს სერტიფიკატი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სერტიფიცირებული ობიექტების 80%-ზე მეტი თურქეთში მდებარეობს.
ეროვნული ერთგულება გლობალური სტანდარტების მიმართ
თურქეთის მდგრადი ტურიზმის ეროვნული პროგრამის მესამე ეტაპის ფარგლებში განთავსების ობიექტების მიერ GSTC სერტიფიკატის მიღება პრესტიჟის სიმბოლოდ იქცა ყველა იმ დაწესებულებისთვის, რომელიც ცდილობს ტურისტებს უმაღლესი ხარისხისა და კომფორტის გამოცდილება შესთავაზოს.
2024 წლის ბოლოსთვის სერტიფიკატი მიიღო 1,466 ობიექტმა, ხოლო 2025 წლის 1 სექტემბრისთვის ეს რიცხვი გაიზარდა და 2,005-ს მიაღწია – სულ რაღაც ცხრა თვეში 37%-იანი ზრდით.
მესამე ეტაპის სერტიფიცირების მაჩვენებელმა 50%-ს გადააჭარბა ანტალიის, ქირშეჰირის და ქილისის პროვინციებში, ხოლო 30%-ზე მეტის სერტიფიცირებას მიაღწია სტამბოლმა, კონიამ, შირვანმა, გაზიანთეფმა, ქაისერიმ და აიდინმა. ეს ცხადყოფს, რომ მდგრადობის პრინციპებს ერთგულად იზიარებენ არა მხოლოდ წამყვანი ტურისტული ცენტრები, არამედ ახალი მიმართულებებიც.
თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეთ ნური ერსოიმ, ხაზი გაუსვა სექტორში მიღწეულ პროგრესს
„2,000-ზე მეტი GSTC-სერტიფიცირებული სასტუმროს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ლიდერობას მდგრად ტურიზმში. ჩვენი ხედვა სცილდება 2030 წლისთვის გლობალური სტანდარტების სრულ შესაბამისობას. ჩვენი საბოლოო მიზანია თურქეთი გლობალურ ლიდერად წარმოვადგინოთ, რომელიც აქტიურად აყალიბებს მდგრადი ტურიზმის მომავალს.19,000-ზე მეტი ობიექტის უკვე გადამოწმება და სერტიფიცირება, ასევე მესამე ეტაპის სერტიფიცირებული ობიექტების მზარდი რაოდენობა, ნათლად აჩვენებს სექტორის ერთგულებას ამ გარდაქმნის მიმართ. მდგრადობა გახდა ძირითადი პრინციპი და კოლექტიური პასუხისმგებლობა, რომელიც განსაზღვრავს ტურიზმის მომავალს. ამრიგად, თურქეთი ახლა ამ სერტიფიცირების ძალისხმევას გასტრონომიის სექტორზეც აფართოებს. კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში ამ ახალი პროგრამით, თურქეთი კიდევ ერთხელ შექმნის გლობალურ GSTC-ს შეფასება“,- აღნიშნა მეჰმედ ნური ერსოიმ
გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოს (GSTC) აღმასრულებელმა დირექტორმა რენდი დურბანდმა თურქეთის მიღწევები ასე შეაფასა
„ვულოცავთ თურქეთს 2,000-ზე მეტი GSTC-ს მიერ სერტიფიცირებულ სასტუმროს – ეს მართლაც გამორჩეული შედეგია, რომელიც მდგრად ტურიზმში ძლიერ ლიდერობას უსვამს ხაზს. თურქეთის ეროვნული მდგრადი ტურიზმის პროგრამა გლობალურ მაგალითს ქმნის იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით სტანდარტების ამაღლება. ვიმედოვნებთ, რომ ეს შთააგონებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც“, აღნიშნა მან.
პარტნიორობა GSTC-სთან
განთავსების ობიექტების გადამოწმებისა და სერტიფიცირების პროცესი თურქეთის მდგრადი ტურიზმის ეროვნული პროგრამის განუყოფელი ნაწილია, რომელიც გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოსთან (GSTC) თანამშრომლობით შეიქმნა.
პროგრამა შემუშავდა იმისთვის, რომ უზრუნველყოს თურქული ტურიზმის მდგრადი განვითარება და ყველა დაინტერესებული მხარე ერთიან ხედვაზე მოაქციოს. პროგრამის მიზანია, რომ 2030 წლისთვის ყველა ობიექტმა წარმატებით დაასრულოს სამივე ეტაპი და მიიღოს მდგრადი ტურიზმის სერტიფიკატი.
GSTC-სთან თანამშრომლობის შედეგების პოპულარიზაცია გლობალურ დონეზე
ამასთან ერთად, თურქეთი აქტიურად ახორციელებს პროგრამის საერთაშორისო პოპულარიზაციას GSTC-სთან თანამშრომლობით.
მაგალითად, 2023 წელს თურქეთმა უმასპინძლა GSTC2023-ის გლობალურ მდგრადი ტურიზმის კონფერენციას – GSTC-ის ძირითად ღონისძიებას, რომელიც გაიმართა ანტალიაში, თურქეთის რივიერას მარგალიტში. კონფერენციამ ერთად შეკრიბა საერთაშორისო ტურიზმის სფეროს წამყვანი წარმომადგენლები, რომლებიც მდგრადი ტურიზმის განვითარებას ემსახურებიან.