GE
AktualMed.ge

ნეოლითის ხანის „საუკუნის აღმოჩენა“ – სამგანზომილებიანი მითოლოგიური კომპოზიცია

Maraqlı - 31 avq 2025
ნეოლითის ხანის „საუკუნის აღმოჩენა“ – სამგანზომილებიანი მითოლოგიური კომპოზიცია
უძველესი ქალაქი ქარაჰანთეფე  თურქეთში შანლიურფაში მდებარეობს. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი  უძველესი ძეგლია  გობექლითეფესთან ერთად,   რომელიც 12 000 წლით თარიღდება. ეს ადგილი  ინახავს უამრავ ინფორმაციას პრეისტორიული საზოგადოებების შესახებ და მოაქვს ჩვენამდე.   

ამჯერად, იქ მართლაც გამორჩეული რამ აღმოაჩინეს: ის, რაც   კაცობრიობის ისტორიაში სამყაროს პირველ  სამგანზომილებიან  მითოლოგიურ  გამოსახულებად ითვლება.ეს არტეფაქტები, რომლებიც ისტორიის სამგანზომილებიან ფორმას წარმოადგენენ, სამართლიანად შეიძლება შეფასდეს, როგორც „საუკუნის აღმოჩენა ნეოლითის ხანისთვის“.

მაგრამ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა ხდის ამ აღმოჩენებს სამგანზომილებიან ნარატივად? აღსანიშნავია, რომ განყოფილება შეიცავს ქვის ჭურჭლებსა და თეფშებს, რომლებიც ერთმანეთზეა დაწყობილი, ქვისგან გამოკვეთილ პატარა ცხოველების ფიგურებთან, ქვის ჯოხებთან და მძივებთან ერთად. ის წითელი, უნაყოფო მიწით იყო სავსე და დალუქული, ხოლო სხვადასხვა ცხოველის ძვლები, როგორიცაა მგლის ყბები, ლეოპარდი, სვავი და მელა, ასევე განზრახ იყო განთავსებული მასში ნაპოვნი ნივთების გარშემო. ჭურჭლის ზედაპირი მორთულია ნაზი გეომეტრიული ხაზებით, ცხოველების გამოსახულებებით და სტილიზებული ადამიანის ფიგურებით. გროვაში ერთმა უძირო ჭურჭელმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო; როდესაც არქეოლოგებმა შიგნით ნიადაგი დაცარიელეს, მათ არაჩვეულებრივი სიურპრიზი დახვდათ, რაც სამგანზომილებიანი ნარატივის იდეას ასახავდა.

„სამგანზომილებიანი მითოლოგიური კომპოზიცია“

  ჭურჭელში, რომელიც პატარა ქვის თავსახურით იყო დაფარული, სამი ცხოველის ფიგურა იყო - მელა, სვავი და გარეული ღორი - თითოეულს თავი ქვის რგოლში ჰქონდა ჩადებული.  ეს სახეობები ხშირად არის გამოსახული ნეოლითურ იკონოგრაფიაში; თუმცა, ისინი, როგორც წესი, დიდი ან ნატურალური ზომის გამოსახულებების სახით აღიქმება, როგორც არქიტექტურულ ელემენტებზე,  თუნდაც სვეტებსა ან სკამზე იყო  ამოტვიფრული ან გამოძერწილი, ან იყო სამგანზომილებიანი ქანდაკებების სახით. პატარა ფიგურები იშვიათია და, როგორც წესი, შერეულ ნამსხვრევებშია მიმოფანტული. ამიტომ, ეს აღმოჩენა განსაკუთრებით არის გამორჩეული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მანამდე შანლურთფის რეგიონში აღმოჩენილი იყო მხოლოდ ორმაგი, დამოუკიდებელი გამოსახულებები უძრავ არტეფაქტებზე. ამჯერად, ეს იყო სამგანზომილებიანი და განსხვავებული.