ექსტრემალური ტურიზმის სხვადასხვა სახეობიდან თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველოტურიზმია. ეს მიმართულება ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო იხვეწება და ვითარდება. მრავალფეროვანი ლანდშაფტიდან გამომდინარე, ველოტურების მოწყობა ქვეყნის თუთქმის ყველა რეგიონშია შესაძლებელი. თუმცა ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა ეგეოსის რეგიონის ველომარშრუტები, სადაც ველოსიპედის მეშვეობით შეგიძლიათ მოინახულოთ ადგილობრივი ბუნება და კულტურული ღირსშესანიშნაობები. მის ფარგლებში შეძლებთ მოინახულოთ „სითასლოუს“ (Cittaslow) ქალაქები, ისტორიული სოფლები, დააგემოვნოთ საფირმო კერძები ადგილობრივი ღვინის თანხლებით და ისიამოვნოთ ულამაზესი ხედებით.
მარშრუტი, რომელიც ისტორიასა და ბუნებას ერთმანეთთან აკავშირებს
ზოგადად, EuroVelo არის 17 საქალაქთაშორისო ველოსიპედის სამარშრუტო ქსელი, რომელიც დასრულების სხვადასხვა ეტაპზე კვეთს ევროპის ქვეყნებს. იგი ევროპის ველოსიპედისტთა ფედერაციის (ECF) მიერ მართული პროექტია, რომლის მიზანსაც ეკოლოგიური და მდგრადი ცხოვრების გაუმჯობესება წარმოადგენს. EuroVelo ავითარებს ველოტურიზმს ქალაქებში, ახდენს ველოსიპედების ტრანსპორტირებას ქალაქებში და საბოლოოდ, ადამიანებში ამკვიდრებს ველოკულტურას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრებისთვის.
EuroVelo 8 არის ხმელთაშუა ზღვის მარშრუტი, რომელიც მოიცავს 5900 კმ-ს და გადის 11 ქვეყანაში. მარშრუტის თითქმის 500 კილომეტრი გადის იზმირში, თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქში. მისი პირველი გაჩერება უძველესი ქალაქი პერგამონი, იგივე ბერგამაა. შემდეგ გადის სეფერიჰისარს, სიღაჯიკს, ურლასა და ალაჩათს, რომელიც საბოლოოდ მთავრდება უძველეს ქალაქ ეფესოში. თქვენ მოგზაურობის პარალელურად ნახავთ ჩიტების სამოთხეს ქალაქ იზმირში (Bird Paradise), სადაც ნახავთ უმშვენიერეს ფლამინგოებს და ულამაზეს ფრინველებს.
მწვერვალების დაპყრობა მარმარისის სამთო ველობილიკებზე
მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ველოსიპედით ექსტრემალურ თავგადასავლებს, მუღლას პროვინციაში, მარმარისის სამთო ბილიკები იდეალური შესაძლებლობაა. ეს მარშრუტები განკუთვნილია ბაიკერებისთვის, რომლებიც თავგადასავლებისთვის ეძებენ უხეშ რელიეფსა და დაღმართ ადგილებს ბუნებაში.
აღსანიშნავია, მარმარისი-ჩამლიბელი-გოქბელის (Marmaris-Çamlıbel-Gökbel route) მარშრუტი, რომელიც ველოსიპედისტებს საშუალებას აძლევს დატკბნენ იდუმალ ტყეებში მოგზაურობით.
ასევე ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ მარმარისი-ქარაჯასოგუთის მარშრუტზეც. იგი გადის სოფელ იეშილბელდეს, სადაც ორგანული სოფლის მეურნეობას გაოცნობით. ამასთან, მარმარისი-ქარაჯასოგუთის (Marmaris -Karacasöğüt) მარშრუტი საკრუიზო ადგილად ითვლება. რეგიონში ყველაზე რთული სამთო ველოსიპედის მარშრუტია სელიმიე-ორჰანიე-ბაირი (Selimiye-Orhaniye-Bayır), რომლის სიგრძეც 58 კილომეტრია.
ეკო ბილიკები
ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების შეერთების ადგილზე, ქოიჯეის, ორთაჯასა და დალამანის რაიონებში (Köyceğiz, Ortaca ve Dalaman) არის უნიკალური ეკო ბილიკები, რომლებიც მოეწყო ტურიზმის, კულტურისა და გარემოს დაცვის ასოციაციის მიერ.
თითოეული ბილიკი დაახლოებით 30 კმ სიგრძისაა. ეკო ბილიკები (ECO Trails) სავსეა ბუნებრივი სიმდიდრით. მაგალითად, შეძლებთ ნახოთ Köyceğiz-ის, Alagöl-ის, Sülüklü-სა Sulungur-ის ტბები. ცხადია, იგი რეგიონის მრავალფეროვნებასაც განაპირობებს. ასევე ნახავთ Yuvarlakçay-ის და Kepez-ის კანიონებს ( Yuvarlakçay Canyon and Kepez Canyon). ტურისტებს ყველაფერთან ერთად შეუძლიათ დააკვირდნენ ცხოველების უნიკალურ სახეობებს, როგორიცაა ზღვის კუ, ლიკიური სალამანდრა და სხვ.
ეკობილიკების მეშვეობით შგიძლიათ თავისუფლად მოინახულოთ უძველესი ქალაქები, რომლებიც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ. ეს ქალაქებია - კაუნოსი, პისილისი, ლიდია, ოქტაპოლისი, ტელმესოსი და კიბირა.