GE
AktualMed.ge

სიყვარულის და სულიერების ღამე თურქეთის ქალაქ კონიაში - შაბე არუსის დღე

Maraqlı - 28 noy 2025
სიყვარულის და სულიერების ღამე თურქეთის ქალაქ კონიაში - შაბე არუსის დღე

ქალაქი კონია თურქეთის ანატოლიის ცენტრად ითვლება. აქ   დღესაც იგრძნობა რელიგიების, ტრადიციებისა და კულტურების ერთობა.

კონიაში  ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება არის ცნობილი სწავლულის, მევლანა ჯელალედდინ რუმის შემოქმედებითი და სულიერი მემკვიდრეობა, რომელმაც თავისი სწავლებებით საუკუნეების განმავლობაში დიდი გავლენა მსოფლიოს უამრავ ადამიანზე. 

რუმის გარდაცვალების დღე 17 დეკემბერია, რომელსაც შაბე 'არუსს უწოდებენ. შაბე 'არუსი არის ღამე,  რომელიც დიდი სუფი მეცნიერის,   ჯალალ ად-დინ მუჰამმად რუმი მევლანას „ღვთიურთან შერწყმას“ აღნიშნავს, ანუ პოეტი  თავის გარდაცვალებას ღმერთთან შერწყმად მიიჩნევდა. სწორედ ამიტომ, ყოველ წელს აღინიშნება ეს თარიღი და არა მწუხარებით, არამედ დიდი ბედნიერებითა და სულიერი სიყვარულის ნიშნით.   აღნიშნული ღონისძიებისთვის   ყოველ წელს  კონიაში ათი ათასობით ტურისტი ჩადის. დერვიშების ცეკვები (ისლამში სუფიზმის მიმდევრები) და  მისტიკურ მუსიკასა  ამ ყოველწლიურ საღამოს თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ კულტურულ ტრადიციად აქცევს.

რუმის კონია

რუმის  ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად 7-დან 17 დეკემბრამდე იმართება, წელს 752-ე გამოცემას აღნიშნავს თემატიკით „მშვიდობის დროა“. ღონისძიება ვიზიტორებსა და სტუმრებს საშუალებას აძლევს, დაესწრონ მევლევი სემის რიტუალებს, რომლებიც 2008 წლიდან შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში და ღვთაებრივი სიყვარულის გამოხატულებად ითვლება. ათდღიანი პროგრამის განმავლობაში კონია — ქალაქი, რომელსაც ღრმა ისტორია, გამორჩეული ოსმალური არქიტექტურა და უნიკალური სამზარეულო აქვს — ცოცხალ კულტურულ ცენტრად იქცევა ხოლმე. კონფერენციები, პოეზიის საღამოები, სემას წარმოდგენები, გამოფენები, თეატრალური შოუები და ფოტოკონკურსები  ქალაქს აცოცხლებს და იზიდავს ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.      

ღონისძიებაზე სუფი ოსტატის, ჰუმანისტისა და პოეტი მევლანა ჯელალედდინ რუმის  გარდაცვალების ღამეს იხსენებენ, რომელიც ცნობილია, როგორც „შები არუსი“.    რუმი ამ მომენტს „ქორწილის ღამეს“ უწოდებდა და მას ღმერთთან სიხარულით შეხვედრად მიიჩნევდა.  

მევლანას მარადიული სიბრძნე

მევლანა 1207 წლის 30 სექტემბერს დაიბადა სოფელ ბალხში (დღევანდელი ავღანეთი). სწავლულ ოჯახში გაზრდილი ჯალალ ედდინი  მოგვიანებით დასახლდა კონიაში, დღევანდელ თურქეთში. მისი ცხოვრება 1244 წელს რადიკალურად შეიცვალა, როდესაც  ის შეხვდა პოეტ შამს ედ-დინ მოჰამად თავრიზელს. ისინი დამეგობრდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ამ მეგობრობამ    მისი სულიერი გზა საფუძვლიანად გარდაქმნა.

რუმის სიყვარული, ერთგულება და სულიერი  სწავლებები სწრაფად გავრცელდა და საზღვრებს გაცდა. მისი მონუმენტური, სპარსულად დაწერილი  ექვსტომეული „მასნავი“ დაახლოებით 25,700 კუპლეტისგან შედგება. ის დღემდე სულიერი ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად ითვლება.  მევლანა 1273 წელს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.  დღეს მისი სიყვარულზე დაფუძნებული სიბრძნე კვლავ შთააგონებს და ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანს იზიდავს კონიაში.

იმოგზაურე კონიაში

კონია არის ქალაქი, რომელიც სავსეა  ისტორიითა და კულტურით. აქ უამრავი საინტერესო გამოცდილება შეგხვდებათ.

მევლანას მუზეუმი მოგცემს შესაძლებლობას ღრმად გაეცნო რუმის ცხოვრებას, მის  ხელნაწერებს, ნივთებს.. ისტორიის მოყვარულებს  ასევე ესიამოვნებათ კარათაის ,  უძველესი ნეოლითური ჩათალჰოიუქის კულტურული ძეგლი, რომელიც  იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია. ასევე ტურისტები  შეძლებენ მოინახულონ ისტორიული  სილე,  რომელიც ადრექრისტიანული ეპოქის არქიტექტურითაა ცნობილი.

ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ მოინახულონ თუზის  ტბა — თურქეთის მეორე უდიდესი ტბა, სადაც ფრინეველბი და მცენარეები საოცარ ხედს ქმნიან.   

აღსანიშნავია კონიას სამზარეულოც, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია.  აქ შეგიძლია დააგემოვნო ეთლი ექმექი  - თხელი, ქვის ღუმელში გამომცხვარი ცომეული, დაფარული ხორცით, ხახვით, პომიდვრითა და წიწაკით. არ გამოტოვო თირითი — გამომცხვარ პურზე მოთავსებული ხორცი, ნივრიანი იოგურტი, ხახვი, ქინცი, რომელიც საოცარ გემოს ქმნის.