GE
AktualMed.ge

სტამბოლში ბოსფორის კონტინენტთაშორისი ცურვის 38-ე მარათონი გაიმართება

Maraqlı - 6 avq 2026
სტამბოლში ბოსფორის კონტინენტთაშორისი ცურვის 38-ე მარათონი გაიმართება

სპორტული ტურიზმი მსოფლიოში სწრაფად ვითარდება. ადამიანები დასასვენებლად  უფრო მეტად ირჩევენ იმ ადგილებს, სადაც   მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები და მარათონები იმართება.   ბოლო ერთი წლის განმავლობაში სპორტთან დაკავშირებულ აქტივობებზე ჯავშნების რაოდენობა თითქმის 37%-ით გაიზარდა, რაც სპორტული ტურიზმის მზარდ პოპულარობაზე მიუთითებს.

სტამბოლი, რომელიც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ითვლება, ვიზიტორებს 2026 წელსაც მასშტაბურ სპორტულ კალენდარს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ მაისში ქალაქმა უეფას ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლა, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში ფრენბურთში იქ  ქალთა ევროპის ჩემპიონატი  გაიმართება. ასევე,  სექტემბერში ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები -  Tour of İstanbul და L'Étape Türkiye by Tour de France,  ოქტომბერსა და ნოემბერში კი, პრეზიდენტის საერთაშორისო იახტების რბოლა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპორტსმენები და მათი ფანები შეიკრიბებიან.

ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების სიას 2026 წლის 23 აგვისტოს კიდევ ერთი გამორჩეული შეჯიბრი დაემატება - ბოსფორის კონტინენტთაშორისი ცურვის 38-ე მარათონი. ამ დროს მონაწილეებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ, მსოფლიოში ერთადერთ კონტინენტთაშორის ღია წყლის მარათონში მონაწილეობით, აზიიდან ევროპამდე ბოსფორის სრუტე გადაცურონ.

ორი კონტინენტიერთი დაუვიწყარი გამოცდილება

ბოსფორის კონტინენტთაშორისი ცურვა ყოველ ზაფხულს ათასობით სპორტსმენსა და მაყურებელს იზიდავს. ღონისძიება   ცურვის მსოფლიო ასოციაციამ (WOWSA) მსოფლიოს საუკეთესო ღია წყლის შეჯიბრად აღიარა.

2026 წელს მარათონში 2 500 ადგილობრივი და უცხოელი მოცურავე მიიღებს მონაწილეობას. ისინი 78 ქვეყნიდან და ხუთი კონტინენტიდან ჩამოვლენ. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 6,5 კილომეტრია და იწყება სტამბოლის აზიურ მხარეს მდებარე ქანლიჯადან (Kanlıca), ხოლო სრულდება ევროპულ მხარეს, ქურუჩეშმეში (Kuruçeşme).

მონაწილეებს ბოსფორის ძლიერი დინების გადალახვა და საკუთარი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გამოცდა მოუწევთ. თუმცა, ბევრი მათგანისთვის მთავარი მხოლოდ გამარჯვება არ არის - მათთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა ცურვა ორ კონტინენტს შორის , რის შესაძლებლობასაც მათ ეს მარათონი აძლევს.

სტამბოლი - ქალაქი, სადაც სპორტი და კულტურა ერთმანეთს ხვდება

სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული მიმართულებაა. ქალაქი აერთიანებს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, თანამედროვე ცხოვრების სტილს, ცნობილ გასტრონომიასა და მდიდარ კულტურულ ცხოვრებას.   

2026 წელს ეს მეგაპოლისი განსაკუთრებით არის  ყურადღების ცენტრში, რადგან მთელი წლის განმავლობაში მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებებს მასპინძლობს - დაწყებული ცნობილი მუსიკალური კონცერტებითა და კულტურული ფესტივალებით, დასრულებული პრესტიჟული სპორტული შეჯიბრებებით.

ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორისაა აია სოფია, თოფქაფის სასახლე, ბაზილიკის ცისტერნა, თანამედროვე ხელოვნების სივრცეები, მრავალფეროვანი უბნები, ცნობილი რესტორნები და სავაჭრო ცენტრები.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტამბოლს ორი საერთაშორისო აეროპორტი  - İGA Istanbul Airport და Sabiha Gökçen Airport   ემსახურება, რაც ქალაქს, ფაქტობრივად,  მსოფლიოსთან მარტივად აკავშირებს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის სასტუმროები და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების დიდი გამოცდილება სტამბოლს მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებების მასპინძლობისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად აქცევს.

კულტურული მემკვიდრეობის, განვითარებული ინფრასტრუქტურისა და სპორტული შესაძლებლობების ეს უნიკალური შერწყმა სტამბოლს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ერთ-ერთ წამყვან ცენტრად აქცევს. 2026 წლის წარმატებული სპორტული სეზონის შემდეგ კი ქალაქი უკვე ემზადება კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიებებისთვის, მათ შორის, 2027 წელს Formula 1-ის თურქეთის გრან-პრისა და ევროპის IV თამაშების მასპინძლობისთვის.